MOCHITE
  • ჩვენს შესახებ
  • კითხვები
    • SMS სახელები
  • SMS გაგზავნის დრო
  • წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • მომსახურების პოლიტიკა
  • გადახდების დაბრუნების პოლიტიკა
Powered by GitBook
On this page
  1. წესები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა


კონფიდენციალურობის პოლიტიკაძალაში შესვლის თარიღი: 04:04:2025

1. შესავალი მოგესალმებით Mochite-ში (“ჩვენ”, “ჩვენი”, “კომპანია”). ჩვენ ვთავაზობთ SMS შეტყობინებების გაგზავნის სერვისს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოში. მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს ინფორმაციას ჩვენი სერვისის გამოყენებისას.

სერვისის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ პოლიტიკის პირობებს.


2. რა მონაცემებს ვაგროვებთ ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ ინფორმაციას:

  • პირადი ინფორმაცია: რეგისტრაციის ან სერვისის გამოყენებისას შესაძლოა შევაგროვოთ თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, კომპანიის სახელი და გადახდის ინფორმაცია.

  • სერვისის გამოყენების მონაცემები: SMS-ის შინაარსი (მხოლოდ წესების კონტროლის მიზნით), გაგზავნის დრო და მიმღების დეტალები.

  • მოწყობილობის ინფორმაცია: მონაცემები თქვენი მოწყობილობისა და ბრაუზერის შესახებ, რომლის მეშვეობითაც სარგებლობთ ჩვენი პლატფორმით.


3. როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს თქვენი მონაცემების გამოყენება ხდება შემდეგი მიზნებისთვის:

  • სერვისის მიწოდება და მართვა.

  • გადახდების დამუშავება (1 SMS – 5 ლარი).

  • შინაარსის პოლიტიკის დაცვაზე კონტროლი.

  • სერვისის გაუმჯობესება და მომხმარებელთა მხარდაჭერა.

  • კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.


4. მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს 100%-იან დაცვას.


5. მონაცემების გაზიარება ჩვენ არ ვყიდით და არ ვაქირავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ:

  • სანდო მესამე პირებთან (მაგალითად, გადახდის პროვაიდერთან), კონფიდენციალობის დაცვით.

  • კანონმდებლობით მოთხოვნილ შემთხვევებში.

  • ბიზნეს შერწყმის ან გადაყიდვის შემთხვევაში, მონაცემთა დაცვის გარანტიებით.


6. აკრძალული შინაარსი და წესების დაცვა

მიმღებისთვის მკაცად აკრძალულია შემდეგი ტიპის SMS შეტყობინებების გაგზავნა:

  • გამგზავნის სახელად ბანკების, კაზინოების, სახელმწიფო უწყებებისა და მათთან ასოცირებული სახელების გამოყენება.

  • სიძულვილის ენა, ბულინგი, მუქარა, ძალადობის ან დისკრიმინაციის წახალისება.

  • ნებისმიერი უკანონო ან თაღლითური შინაარსის შეტყობინება.

ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, თქვენი SMS-ი არ გაიგზავნება.


7. თქვენი უფლებები თქვენ გაქვთ უფლება:

  • იხილოთ და შეცვალოთ თქვენი პირადი მონაცემები.

  • მოითხოვოთ მათი წაშლა (თუ ეს კანონის ფარგლებშია).

  • არ დაეთანხმოთ გარკვეულ მონაცემთა დამუშავებას.

  • გააუქმოთ მარკეტინგულ კომუნიკაციებზე თანხმობა.

ამ უფლებების გამოსაყენებლად მოგვწერეთ: info@mochite.com


8. გადახდის პოლიტიკა ჩვენი სერვისით სარგებლობის ღირებულება შეადგენს 1 SMS – 5 ლარს. სერვისის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ ამ ტარიფებზე თანხმობას და გვანიჭებთ უფლებას გადახდის მეთოდის გამოყენებით დავამუშავოთ გადახდა.


9. Cookies და მონიტორინგი ჩვენი ვებგვერდი იყენებს cookies-ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამორთოთ cookies თქვენს ბრაუზერში.


10. ცვლილებები პოლიტიკაში ჩვენ გვაქვს უფლება შევცვალოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ყველა ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე განახლებული თარიღით.


11. დაგვიკავშირდით თუ გაქვთ შეკითხვები კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით:


PreviousSMS გაგზავნის დროNextმომსახურების პოლიტიკა

Last updated 26 days ago

website: email: info@mochite.com instagram: mochitesms

www.mochite.com