მომსახურების პოლიტიკა
მომსახურების პირობებიძალაში შესვლის თარიღი: 04:04:2025
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს პირობები, სანამ გამოიყენებთ Mochite-ეს (“ჩვენ”, “ჩვენი”, “სერვისი”) მიერ შემოთავაზებულ SMS სერვისს. ამ სერვისით სარგებლობა ნიშნავს, რომ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.
1. სერვისის აღწერა ჩვენ გთავაზობთ კომუნიკაციის სერვისს, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ SMS შეტყობინებები საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების ქსელში. თითოეული SMS-ის ღირებულება შეადგენს 5 ლარს (GEL).
2. მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი, რომელიც აგზავნის შეტყობინებას ჩვენი ვებ-ფორმის საშუალებით, ვალდებულია:
მიუთითოს რეალური გამგზავნის სახელი (Sender ID);
არ გამოიყენოს იმიტაცია (მაგ: ბანკი, სახელმწიფო უწყება და სხვა);
იყოს პასუხისმგებელი გაგზავნილი ტექსტის შინაარსზე;
დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა.
3. აკრძალული მოქმედებები
მომხმარებელს აკრძალული აქვს:
გამოიყენოს გამგზავნის სახელი, რომელიც ასოცირდება ბანკებთან, კაზინოებთან, სახელმწიფო უწყებებთან ან სხვა რეგულირებულ ორგანიზაციებთან;
გაგზავნოს სიძულვილის შემცველი, შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი ან დისკრიმინაციული შინაარსის ტექსტები;
გაუგზავნოს შეტყობინებები პირებს, რომელთაც არ აქვთ წინასწარი თანხმობა ასეთი შეტყობინებების მიღებაზე (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად);
გამოიყენოს ჩვენი სერვისი სპამის, თაღლითობის ან ფიშინგის მიზნებისთვის.
4. სერვისზე წვდომის შეზღუდვა
ჩვენ გვაქვს უფლება:
დროებით ან მუდმივად შევზღუდოთ წვდომა სერვისზე იმ მომხმარებლისთვის, ვინც არღვევს ამ პირობებს;
დავბლოკოთ შეტყობინებების გაგზავნა, რომელიც ეჭვს იწვევს კანონთან შეუსაბამობას.
5. გადახდა და ტარიფები
თითოეული SMS-ის გაგზავნის ღირებულებაა 5 ლარი;
გადახდა ხდება წინასწარ, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი გადახდის მეთოდებით;
თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სერვისის პრობლემა დადასტურდება ტექნიკური მიზეზით.
6. მიმღების თანხმობა (კანონმდებლობის დაცვა)
საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ კანონების შესაბამისად, SMS შეტყობინებების გაგზავნა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღებმა წინასწარ გამოთქვა თანხმობა მათ მიღებაზე.
მომხმარებელი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ის SMS გაგზავნის მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებმაც მკაფიოდ გამოთქვეს თანხმობა;
ჩვენ არ ვაგროვებთ მიმღების მონაცემებს, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას გავაჩეროთ სერვისი იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს.
7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ არ ვაგებთ პასუხს:
მობილური ოპერატორების ქსელის პრობლემებზე, რის შედეგადაც SMS ვერ მიაღწევს მიმღებს;
მომხმარებლის მიერ გაგზავნილ ტექსტზე და მის სამართლებრივ შედეგებზე.
8. პირობების ცვლილება
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შევცვალოთ სერვისის პირობები, ტარიფები ან ფუნქციონალი.
9. მოქმედი კანონმდებლობა
ამ პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს სასამართლოებში.
10. დაგვიკავშირდით
თუ გაქვთ შეკითხვები, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ინდ. მეწარმე tristani shainidze
Last updated